56 x 47.7 cm
•
ფერმწერი,გრაფიკოსი,თეატრისა და კინოს მხატვარი. დამთავრებული ჰქონდა მიუნხენის სამხატვრო აკადემია.1920 წელს დაარსა საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა,ხოლო 1922 წელს _ სამხატვრო აკადემია.მან წინააღმდეგობა გაუწია ბერიას,რომელსაც განზრახული ჰქონდა მეტეხის ეკლესიის აფეთქება და მის ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმა.დახვრიტეს 1937 წლის 10 ივნისს .
56 x 46.54 cm
•
სიმონ ახმეტელაშვილი (1879_1937). ქართველი პოლიტიკოსი,პროფესიით ვეტერინარი,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დახვრიტეს 1937 წლის 28 დეკემბერს.
56 x 44.44 cm
•
პოეტი.პოეტთა და პროზაიკოსთა საზოგადოება,,ცისფერყანწელების"ერთ-ერთი დამაარსებელი.მას ფრანგ მწერლებთან ნაცნობობის გამო საფრანგეთის ჯაშუშობა დააბრალეს.აღიარებით ჩვენებაში დააწერინეს, თითქოს ცისფერყანწელთა ჯგუფი ფაშისტური ორგანიზაცია იყო.დახვრიტეს 1937 წლის 15 დეკემბერს.
56 x 42 cm
•
იოსებ აბაკელია (1882_1938). ქართველი ფტიზიატრიის ფუძემდებელი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დახვრიტეს 1938 წელს
56 x 41.74 cm
•
მწერალი. არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორი.მისი შემოქმედება საჯაროდ დაგმეს.იგი როგროც ,,ხალხის მტერი"1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს.მისი ნაწარმოები 1990_იანი წლების ბოლომდე აკრძალული იყო.
56 x 45.34 cm
• გიორგი ელიავა (1892_1937).ქართველი მეცნიერი,მიკრობიოლოგი,ბაქტერიოლოგი.1937 წელის 27 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა(შინსახკომი).მას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობას და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში.დახვრიტეს მეუღლესთან ერთად 1937 წლის 10 ივლისს.
58 x 77.85 cm
•
პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში — საშინაო პოლიტიკის პოლიტიკური ინსტრუმენტი საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა კავშირში, დაწყებული ოქტომბრის რევოლუციის (1917) პირველივე დღეებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991), რომლის მსხვერპლი გახდა სსრკ-ში მცხოვრები მილიონობით ადამიანი. კულმინაციამ მიაღწია სტალინის ეპოქაში, გრძელდებოდა „ხრუშჩოვის დათბობის“ დროს, გაძლიერდა ბრეჟნევის უძრაობის ხანაში, რაც საბჭოთა დისიდენტების დევნაში გამოიხატა და არ შეწყვეტილა არც გორბაჩოვის პერესტროიკის ეპოქაში. მისი მემკვიდრეობა კვლავ გავლენას ახდენს დღევანდელი რუსეთის ცხოვრებაზე.
56 x 55.39 cm
•
რეჟისორი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში. 1926-1935 წლებში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.კომუნისტების მიერ თეატრში დაწყებული ე.წ ,,იდეური გარდაქმნის" მიუხედავად.ახერხებდა ყოფილიყო დამოუკიდებელი რეჟისორი. მას საყვედურობდნენ, რომ მისი სპექტაკლები ,,ნაციონალისტური"იყო.ლავრენტი ბერიამ პირადად წარუდგინა ბრალი,მას კონტრევულუციური საქმიანობა დააბრალეს და 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.
60 x 40 cm
•
სერგი ჯადარიძე (1871_1937). ქართველი პოლიტიკოსი,საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1937 წელს დააპატიმრეს,,მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით თბილისში. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ოქტომბრის ღამეს
56 x 41.95 cm
•
მეცნიერი,ქიმიკოსი. საქართველოში აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი,არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისა და პროექტის ავტორი ქიმიის დარგში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,გერმანიის საფრანგეთის,ინგლისისა და აშშ-ის სამეცნიერო დაწესებულებებში.დახვრიტეს 1937 წლის 10 აგვისტოს.